დადიანების სასახლე
დადიანების სასახლე ქალაქ ზუგდიდის ცენტრში მდებარობს. ეს ისტორიული სასახლე და ამჟამად მუზეუმი სამეგრელოს მთავრების - დადიანების რეზიდენცია იყო. თავდაპირველად სამთავრო რეზიდენცია ააგო ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა (1611-1657).
ამჟამად "დადიანების სასახლის" ისტორიული ძეგლი შედგება სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის (1813-1853) მეუღლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა (1816-1882) და მათი ვაჟის - ნიკო დადიანის მიერ აგებული სასახლეებისგან, კარის ეკლესიისა და ბოტანიკური ბაღისგან. ეკატერინემ დადიანების სასახლის რეკონსტრუქცია XIX ს-ის 60-იან წწ-ში მიანდო გერმანელ არქიტექტორ რაისს, რომელმაც გოთური სტილი გამოიყენა სასახლის განახლებისას. ნიკო დადიანის ორსართულიანი სასახლე XIX ს-ის 80-იან წწ-ში ააგო რუსმა არქიტექტორმა ვასილევმა. დადიანების სასახლის მუზეუმი უძველესია საქართველოში. დავით დადიანმა ჯერ კიდევ 1839 წელს დააფუძნა პირადი მუზეუმი, არქეოლოგიური, ნუმიზმატური, სამხედრო და ეთნოგრაფიული კაბინეტებით. ამჟამად მუზეუმში 40000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვთისმშობლის კვართი, ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი, შამილის ხმალი, XVIII-XX სს-ის ევროპელ და ქართველ მხატვართა კოლექციები. მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულია ანტიკური და შუა საუკუნეების ოქრომჭედლობის ნიმუშები.
მარტვილის გამოქვაბული
ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10
მ.
კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა, კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით. აქ ჩასასვლეად ბილიკი კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებული კიბეს ჩაუყვება. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ კიბით დადიოდნენ გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი.
მიმდებარე კირქვოვან კლდეებზე განვითარებულია კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი ფლორა, თავისი უნიკალური წარმომადგენლებით, აქ გვხვდება: დათვის თხილი, კოლხური ბზა, უთხოვარი და სხვა. მრავლადაა სხვადასხვა სახეობის ხავსი, გვიმრანაირები.

ციხეგოჯი
ციხეგოჯი, იგივე ნოქალაქევი და არქეოპოლისი ქრისტეშობამდელ ძეგლებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანია. მან საქართველოს ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინააქ არის 40 მოწამის სახელობის ტაძარი, რომელიც მოხატულია, ასევე, კომპლექსში შედის კოშკები, აბანო, სასახლე, გალავანი და ასე შემდეგ. ციხეს არაერთხელ დაესხნენ. სპარსელებმა მესამე ცდაზე აიღეს. აოხრება არც მურვან ყრუმ დააკლო. აქაურობა ომის ასპარეზი არერთხელ გამხდარა. ამან ციხეში საიდუმლო გვირაბის საჭიროება განაპირობა, რომელიც ახლაც შემორჩა და მდინარე ტეხურაზე გადის.

No comments:
Post a Comment